“საქართველოდან სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა” – სოზარ სუბარი

21
spot_img

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიციის ერთადერთი მიზანია, როგორმე ქვეყანას ავნოს.

სუბარმა სანქციების გვერდის ავლის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში არც ერთი მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

„საქართველოდან სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ეს დაადასტურა საერთაშორისო კომისიამ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ამერიკის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. ისინი იყვნენ საქართველოში ჩამოსული. მათ ჩამოსვლას წინ უძღოდა დიდი და შრომატევადი საქმე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.