“საქართველო შესაძლოა ისეთი პირების სამიზნე გამხდარიყო, რომელთა ინტერესებშია საქართველოს დადანაშაულება ტერორიზმში”

21
spot_img

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ სავარაუდო ტერორისტული აქტების აღკვეთას ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.

„საქართველო შესაძლოა ისეთი პირების სამიზნე გამხდარიყო, რომელთა ინტერესებშია, რომ საქართველო ყოფილიყო დადანაშაულებული მძიმე დანაშაულში. თქვენ იცით, რომ ტერორისტული დანაშაული არის საერთაშორისო კლასიფიკაციის დანაშაული“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

ასაფეთქებელი ნივთიერებების საქართველოს გავლით რუსეთში გადატანის მცდელობა და ტერორისტულ აქტებში საქართველოს გამოყენება – სქემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაშიფრა და სახიფათო სცენარი აღკვეთა. საპარლამენტო უმრავლესობა უკრაინის მთავრობისგან განმარტებებს ელოდება.