“საქართველო, როგორც მიუკერძოებელი შუამავალი, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეგობარი, დაინტერესებულია, რეგიონში დამყარდეს მშვიდობა” – პრემიერი

103
spot_img

გუშინ სამმხრივი შეხვედრები გავმართეთ. საქართველო, როგორც მიუკერძოებელი შუამავალი, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეგობარი, დაინტერესებულია, რეგიონში დამყარდეს მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე განაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმში მონაწილეობისთვის.

„ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ასევე ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ გუშინ ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი შეხვედრებიც გავმართეთ. იყო სამმხრივი შეხვედრაც, საუბარი. საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალური, ობიექტური შუამავალი და ორივე ქვეყნის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეგობარი, დაინტერესებულია, რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, მზად ვართ, ამ პროცესში საქართველომ და მე, როგორც მთავრობის მეთაურმა, მონაწილეობა მივიღო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.