საქართველო რასაც აკეთებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე, ზუსტად ემთხვევა იმას, რაც საჭიროა ნატო-ში სრული გაწევრიანებისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.
სტოლტენბერგის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს შიდა რეფორმები.
„ევროკავშირის მიერ მინიჭებული კანდიდატის სტატუსი არის მთავარი შესაძლებლობა თქვენი სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად. თქვენ რასაც აკეთებთ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე, ზუსტად ემთხვევა იმას, რაც საჭიროა ნატო-ში სრული გაწევრიანებისთვის. მნიშვნელოვანია, საქართველომ გააგრძელოს შიდა რეფორმების, დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გზით, მიმდინარე წლის ოქტომბერში. ასე რომ, პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას სტუმართმოყვარეობისთვის. მადლობა ნატო-საქართველოს პარტნიორობისადმი თქვენი პირადი ერთგულებისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი – საქართველო რასაც აკეთებს ევროკავშირის გზაზე, ზუსტად ემთხვევა იმას, რაც საჭიროა ნატო-ში სრული გაწევრიანებისთვის, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს შიდა რეფორმების გაძლიერება.