![ირაკლი კობახიძე](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2024/03/9867a44a-79b2-49c8-82ff-19a2f51a2041-1068x712.jpg)
საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია, რასაც კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.
კობახიძის თქმით, საქართველოს წლების მანძილზე შეჰქონდა წვლილი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.
„წლების მანძილზე ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რითიც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. თავის მხრივ, ნატო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში“, – განაცხადა კობახიძემ.