საქართველო პარტნიორია და მნიშვნელოვანია ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყანასთან, როგორიც საქართველოა – სტოლტენბერგი

43
spot_img

საქართველო პარტნიორია და მნიშვნელოვანია ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყანასთან, როგორიც საქართველოა, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და აღნიშნა, რომ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს.

„ნატოს მოკავშირეებმა და სხვა ქვეყნებმა გამოთქვეს შეშფოთება და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – განაცხადა მან.