“საქართველო ლიდერი ქვეყანა გახდა რეგიონში საერთაშორისო ტურისტული ნაკადებისა და ავიაციის ინდუსტრიის სწრაფი ზრდის კუთხით”

318
spot_img

ეკონომისი გიორგი ცუცქირიძე, “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგში საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის საკითს ეხება და აცხადებს, რომ ტურისტული ნაკადების ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია ადგილობრივი სამოქალაქო ავიაციის რეკორდულად სწრაფმა აღდგენამ.

მისივე თქმით, ტურიზმის სტატისტიკამ გამოავლინა მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომლის თანახმადაც პრემიუმ კლასის სასტუმროების დატვირთულობის დინამიკა სტაბილურად მაღალი და მზარდია.

„ეკონომიკის მაღალი და სტაბილური ზრდის პირობებში სასაქონლო ექსპორტთან ერთად არანაკლები მნიშვნელობა მომსახურების სერვისებს და პირველ რიგში, ტურისტულ ინდუსტრიას ენიჭება. ტურისტული ინდუსტრიის კონტრიბუცია მშპ ში, იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მოიცავს როგორც სასტუმროების ქსელებს, ასევე რესტორნების თუ გასართობი კლუბების და საკურორტო ინფრასტრუქტურასაც, რასაც ემატება სამოქალაქო ავიაცია. ცალკე საკითხია გაზრდილი ტურისტული ნაკადების პიზიტიური ზეგავლენა აგროსექტორზე და კვების მრეწველიბაზე.

პანდემიურ პერიოდში ტურიზმის მხარდაჭერა რომელიც ფაქტიურად გაჩერებული იყო, ხშირად გამხდარა კრიტიკის საგანი, როგორც ფულის უაზრო ხარჯვა, თუმცა დრომ საპირისპირო აჩვენა.

მთავრობის მიერ, განსაკუთრებით პოსტ პანდემიურ პერიოდში, მიზნობრივი და შედეგზე ორიენტირებული მარკეტინგული კამპანიების შედეგად, საქართველო ლიდერი ქვეყანა გახდა რეგიონში საერთაშორისო ტურისტული ნაკადებისა და ავიაციის ინდუსტრიის სწრაფი ზრდის კუთხით – 2023 წლის პირველ ორ კვარტალში ჩვენს ქვეყანას 2 მილიონ 900 ათასამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები პანდემიამდელ მაჩვენებლებზე მეტია – 2023 წლის პირველ კვარტალში ტურიზმმა ქვეყნის ეკონომიკაში 800 მლნ აშშ დოლარამდე დააგენერირა, რაც წინა პანდემიური 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 37%-ით მეტია, როდესაც ტურისტული ნაკადებიდან მიღებულმა შემოსავალმა ისტორიულ მაქსიმუმი მიაღწია.

საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია ადგილობრივი სამოქალაქო ავიაციის რეკორდულად სწრაფმა აღდგენამ. 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი პანდემიამდელ ნიშნულს – 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს 100%-ით გაუთანაბრდა. დღეს მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს საქართველოს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი აეროპორტების მგზავრთნაკადებში. საანგარიშო პერიოდში (2023 წლის იანვარი-ივნისი), საქართველოს აეროპორტებში, ჯამში 8500-ზე მეტი რეისი განხორციელდა, რაც, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 29%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, ფრენების აღდგენის მაჩვენებელი 90%-ს შეადგენს. დღეს საქართველოში ოპერირებს 50-მდე საერთაშორისო პარტნიორი ავიაკომპანია, რომლებიც 60-ზე მეტი მიმართულებით პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას ასრულებენ.

წარმოდგენილი სტატისტიკური მაჩვენებლები ტურიზმის სექტორში არა თუ აცამტვერებს სამთავრო ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკოსებს, არამედ არ ტოვებს ინტერპრეტაციის შესაძლებლობასაც კი.

ჩვენ დღეს რეალურად ვხედავთ, რომ მთავრობის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, ქვეყანამ მოახერხა არა მხოლოდ ტურისტული შემოსავლების ან ტურნაკადების ზრდა, რუსი მიგრანტების ხარჯზე, რაზეც ხდება ხოლმე არასწორი აქცენტები, განსაკუთრებით ოპოზიციური მედიის მხრიდან, არამედ სახეზეა საქართველოს ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაცია და არ არის დამოკიდებული რომელიმე ერთი ქვეყნიდან ტურისტულ ნაკადებზე. ამის ერთ-ერთი კომპონენტია რეგულარული მონაწილეობა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორთან ერთად მონაწილეობს და რაც ხელს უწყობს დამატებითი შემოსავლების მიღებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სტატისტიკამ გამოავლინა მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომლის თანახმადაც პრემიუმ კლასის სასტუმროების დატვირთულობის დინამიკა სტაბილურად მაღალი და მზარდია. ეს მისასალმებელია და ცალსახად მიანიშნებს, რომ მიზნობრივ ბაზრებზე (ევროკავშირი, ყურის ქვეყნები, ისრაელი და სხვ.) განხორციელებული მარკეტინგული კამპანიები შედეგიანია – ჩვენ შევძელით და გავზარდეთ ქვეყანაში მაღალმხარჯველი ტურისტების რიცხვიც და რაც სტრატეგიულ მიმართულებად უნდა იქცეს.

რაც შეეხება აპელირებას მიგრანტთა გაზრდილ რიცხვზე. კვლევის მეთოდოლოგია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს ეყრდნობა, რომელიც მხოლოდ დასრულებულ ვიზიტებს გულისხმობს. ამდენად, თუკი ვიზიტორმა გადმოკვეთა საზღვარი და ჯერ ისევ ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება, ტურიზმის სტატისტიკაში არ იქნება აღრიცხული. აქედან გამომდინარე, აპელირება იმაზე, რომ სტატისტიკურ მონაცემებში ასახული პირები მიგრანტებია და არა საერთაშორისო მოგზაურები, არის საფუძველს მოკლებული ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.