საპრეზიდენტო კამპანიის პარალელურად, თურქეთში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს

190
spot_img

ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა – ამ მოტივით უკვე რამდენიმე დღეა მთელი თურქეთის მასშტაბით, მასობრივი დაპატიმრებები მიმდინარეობს. სტამბულიტრაპზონი, ანტალია, ბოდრუმი – დაკავებების სერია არაერთ ქალაქში განხოცრიელდა. ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით, სხვებთან ერთად ხელბორკილები დაადეს ქართული მაფიის გავლენიან ლიდერებსაც. მხოლოდ ბოლო დღეებში, თურქმა სამართალდამცველებმა დაპატიმრეს შვიდი ე.წ. “კანონიერი ქურდი“.

დაკავებულთა შორისაა ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი მანუკიანი, იგივე ჟორა თბილისკი. სტამბულში ხელბორკილები დაადეს გავლენიან, ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტს თემურ ნემისიწვერიძესაც, რომლესაც კრიმინალურ წრეებში წრიპას მეტსახელით იცნობენ. აიყვანეს. დაკავებულები ასევე არიან როინ უგლავა, მეტსახელად “მატევიჩი“, ოთარ ტოტოჩია და ელგუჯა თურქაძე. ყველა მათგანი წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს.

დაკავებულთა უმეტესობაზე რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. რუსული მედია წერს, რომ თურქი სამართალდამცველები ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს სწორედ მოსკოვიდან გაგზავნილი სიებით აკავებენ. სავარაუდოდ, დაკავებულთა ნაწილს რუსეთს გადასცემენ.

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების ნაწილი ახლა საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება. ზოგიერთი დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს და ირწმუნება, რომ თურქეთში კანონიერად, ბინადრობის უფლების საფუძველზე იმყოფებოდა.

ქართველი, ე.წ კანონიერი ქურდების კონცენტრაციის პარალელურად, თურქეთში საკმაოდ გახშირდა კრიმინალური ანგარიშსწორებები ქართულ დაჯგუფებებს შორის. რეზო ლორთქიფანიძე, გაიოზ ზვიადაძე, დავით ალხანაშვილინადიურ სალიფოვი – ეს არასრული სიაა იმ გავლენიანი კანონიერი ქურდების, რომლებიც ბოლო პერიოდში თურქეთში შეიარაღებული თავდასხმის დროს მოკლეს.