საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქემალ ქილიჩდაროღლუ ყველა უკანონოდ მყოფი მიგრანტის და ლტოლვილის ქვეყნიდან გაშვების პირობას დებს

361
spot_img

თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საზღვრების დაუცველობაში დაადანაშაულა.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქემალ ქილიჩდაროღლუ ქვეყნიდან ყველა უკანონოდ მყოფი მიგრანტის და ლტოლვილის გაშვების პირობას დებს.

ქემალ ქილიჩდაროღლუს განცხადებით, არსებული ვითარების გაგრძელების შემთხვევაში ერთი დოლარი 30 ლირა გახდება.

„ეს სამშობლო ქუჩაში არ გვიპოვია. ჩვენ არ დავტოვებთ ჩვენს სამშობლოს ამ მენტალიტეტის ქვეშ, რომელმაც 10 მილიონ არალეგალ მიგრანტს ჩვენ შორის შემოსვლის საშუალება მისცა. ყველა ლტოლვილს გავაგზავნი სახლში“, – აღნიშნა ქემალ ქილიჩდაროღლუმ.

​დასავლური მედია წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატის მკაცრი რიტორიკა შესაძლოა, არჩევნების პირველ ტურში მონაწილე კიდევ ერთი კანდიდატის, სინან ოღანის მხარდამჭერების გადაბირებას ისახავს მიზნად, რომლის მთავარი გზავნილი ამომრჩევლებისთვის იყო, რომ უკან გაგზავნიდა მიგრანტებს, მათ შორის 3.6 მილიონ სირიელს.