საფრანგეთში, ქალაქ ავალონის მერის სახლში 70 კილოგრამი კანაფი აღმოაჩინეს

62
spot_img

საფრანგეთში, ქალაქ ავალონის მერის, ჯამილა ჰაბსაუის სახლში პოლიციელებმა 70 კილოგრამი კანაფი აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ტელეკომპანია BFMTV იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, აკრძალული ნივთიერება სახლთან არსებულ მიშენებაში იპოვეს. გაირკვა, რომ ნარკოტიკით მერის ძმა ვაჭრობდა. საქმის ფარგლებში დაკავებულია 7 ადამიანი, რომელთა ვინაობაც არ საჯაროვდება.

ჯამილა ჰაბსაუი საფრანგეთის სოციალისტური პარტიის წარმომადგენელია. ავალონის მერად ის 2021 წელს აირჩიეს, მანამდე ის თავისი წინამორბედის მოადგილედ მუშაობდა.

კანაფი მის სახლში მასშტაბური ანტინარკოტიკული ოპერაციის „სუფთა სივრცე XXL“ ფარგლებში აღმოაჩინეს, რომლის შესახებაც მარტში პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისი თქმით, ოპერაციის მიზანია „დამანგრეველი დარტყმა მიაყენოს ნარკოტიკების გავრცელების ქსელებს“.