საფრანგეთმა „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის აქტივები დროებით გაყინა

33
spot_img

საფრანგეთმა „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის აქტივები დროებით გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

Le Figaro-ს ცნობით, „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერს, იაჰია სინვარს, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმის ორგანიზატორია, მის საკუთრებაში არსებულ ან კონტროლირებად ეკონომიკურ რესურსებზე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში წვდომა არ ექნება.

საფრანგეთის მთავრობის განკარგულება 5 დეკემბერს ამოქმედდა. ფრანგულ მხარეს სინვარის გაყინული აქტივების ოდენობა არ დაუკონკრეტებია.