საფრანგეთისა და იტალიის საზღვართან კლდის ნაწილის ჩამოშლის გამო ავტომაგისტრალი და სარკინიგზო ხაზი გადაიკეტა.
ამის შესახებ France Bleu იუწყება.
მთის ფერდობიდან კლდის ნაწილი ადგილობრივი დროით, დაახლოებით 17:15 საათზე ჩამოვარდა.
როგორც მედია წერს, უცნობია, როდის გახსნება საფრანგეთსა და იტალიას შორის, მაურიენის გავლით სარკინიგზო ხაზი.