საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დეკემბერში პოლიტიკური ცვლილებები დააანონსა.
პრემიერ-მინისტრის გადადგომას მაკრონი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, ბორნის მიერ გაწეული სამუშაო იყო სამაგალითო და მადლობა გადაუხადა ამისთვის.
ელისაბედ ბორნი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2022 წლის 16 მაისიდან იკავებდა.