საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესაძლებლობაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს უნდა მოხდეს „შესაფერის დროს“.
ამის შესახებ მაკრონმა გერმანიაში ვიზიტის დროს განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ არ სურს პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „ემოციების გამო“ და ამის გაკეთებას „შესაფერის დროს“ გეგმავს.
„საფრანგეთისთვის არ არსებობს ტაბუ, მე სრულად მზად ვარ ვაღიარო პალესტინის სახელმწიფო. მჯერა, რომ ეს აღიარება უნდა მოხდეს საჭირო დროს, როდესაც ეს იქნება იმ პროცესის ნაწილი, რომლის ვალდებულებაც რეგიონის სახელმწიფოებმა და ისრაელმა აიღეს. და რაც, პალესტინის რეფორმის ადმინისტრაციის საფუძველზე, შეიძლება სასარგებლო შედეგის მომტანი იყოს, მე არ ვაპირებ ემოციურ აღიარებას“, – განაცხადა მაკრონმა.
მან ასევე მწვავედ გააკრიტიკა ისრაელის დარტყმა რაფაჰზე, რომელსაც ათობით პალესტინელი ლტოლვილი ემსხვერპლა.
„როგორც თქვენ, მე ვნერვიულობ იმით, რასაც რაფაჰში ვხედავთ, მაგრამ პასუხი პოლიტიკური უნდა იყოს“, – დასძინა მაკრონმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს.