სანკტ-პეტერბურგში სავაჭრო ცენტრის ევაკუაცია განხორციელდა

68
spot_img

რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში, სავაჭრო-გასართობ ცენტრ “ლონდონ მოლის” ევაკუაცია განხორციელდა.

არსებული ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ მოლში ბომბი იყო დადებული. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, სასწრაფო დახმარების მანქანები და გამნაღმველები არიან მობილიზებული.

რუსული მედიის ინფორმაციით, მოლის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია და შენობიდან მანქანებით გასვლა შემოწმების გარეშე იკრძალება. პოლიციის ინფორმაციით, პირი რომელმაც შენობაში ბომბის არსებობის შესახებ დარეკა უკვე დაკავებულია.

მედიის ცნობით, შენობაში ბომბის არსებობა არ დასტურდება.