“სანამ სუს-ი არის რუსი, ქვეყანა წინ ვერ წავა” – გიორგი ვაშაძე

109
spot_img

სუსი არის რუსი – ღია საუბრის დროს არ პასუხობენ კითხვებს და ილუზია გაქვთ, რომ დახურულ რეჟიმში უპასუხებენ?! ამ “ბლეფში” მონაწილეობას აზრი არ აქვს! , – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც სუს- ის ანგარიშის მოსმენა, გრიგოლ ლილუაშვილის მოხსენების შემდეგ, დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

ვაშაძის თქმით, მათ ანგარიშვალდებულება აქვთ არა საზოგადოებასთან, არამედ რუსეთთან, ამიტომ არ იძიებენ არც ოთარ ფარცხალაძის და არც კორუფციულ საქმეებს.

“საჯარო დისკუსია არ უნდათ და ეს აჩვენებს, რომ ლილუაშვილს სალაპარაკო არ აქვს ხალხთან, არ აქვს პასუხები კითხვებზე. კითხვები რა არის – რა ხდება რუსეთის აგენტ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, რატომ არ არის გამოძიება ისეთივე ინტენსივობით, როგორც ეს დაიწყეს ჩვენი პარტნიორების მიერ მხარდაჭერილ არაერთ პროექტთან დაკავშირებით, რა ხდება კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, იძიებს ღარიბაშვილის ჩარტერს, როგორც ყველაზე დიდ კორუფციულ სკანდალს?! – არ იძიებს. ამიტომ დახურეს სხდომა, რომ ხალხის ყურადღების მიღმა ჩაფარცხონ ეს ყველაფერი და ამ “ბლეფში” მონაწილეობას აზრი არ აქვს. სუსი არის რუსი. როგორც კი რუსეთის ინტერესების გამტარებლებს მოვიშორებთ, მერე გვეშველება, სანამ სუსი არის რუსი, წინ ვერ წავა ქვეყანა და ვერანაირ ეროვნულ უსაფრთხოებაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. ღია საუბრის დროს არ პასუხობენ კითხვებს და ის ილუზია გაქვთ, რომ დახურულ რეჟიმში რაიმე კითხვას უპასუხებენ სუს- ის და რუსის წარმომადგენლები?!”, – განაცხადა ვაშაძემ.