“სანამ ეს კანონი იქნება ძალაში, ჩვენ არ გავხსნით მოლაპარაკებებს საქართველოსთან”- გერმანიის ელჩი

11
spot_img

გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის განცახდებით, საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. მისივე განმარტებით, შემდეგი ნაბიჯი გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა უნდა ყოფილიყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს.

“საქართველო არის [ევროკავშირის] კანდიდატი ქვეყანა. ეს იყო უზარმაზარი ისტორიული ნაბიჯი, როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის. შემდეგი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა, ყველა ქვეყანა მზადაა მოლაპარაკებები დაიწყოს, თუმცა საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. სანამ ეს კანონი იქნება ძალაში, ჩვენ არ გავხსნით მოლაპარაკებებს საქართველოსთან”- აცხადებს გერმანიის ელჩი.