,,სამწუხაროდ, საარჩევნო წელს არაერთხელ მოგვიწევს ეკონომიკური პოპულიზმის ჭარბი დოზით მოსმენა”- გიორგი აბაშიშვილი

20
spot_img

სამწუხაროდ, საარჩევნო წელს არაერთხელ მოგვიწევს ეკონომიკური პოპულიზმის ჭარბი დოზით მოსმენა. ძნელია ეკონომიკურ პოპულიზმზე ღიმილის გარეშე ისაუბრო, მაგრამ როგორც ჩანს ამ თემაზე დისკუსია მოგვიწევს, – მის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ძირითად შემთხვევებში მოსახლეობა საკმაოდ კარგად არის გაცნობიერებული ეკონომიკურ პროცესებში იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ მარტივი ტყუილები. 2012 წელს აშშ-ში 2-ჯერ უფრო იაფი იყო ცხოვრება, ვიდრე ახლა. საზომი არის სამომხმარებლო ფასების ინდექსი, აი ეს ინდექსი, აშშ-ში ორჯერ არის გაზრდილი, 3-ჯერ გერმანიაში, 300-ჯერ იაპონიაში, აქედან რომელი ქვეყანაა დაქცეული?! რომელ ქვეყანას აქვს ეკონომიკური სიდუხჭირე?!

ფასებს ვზომავთ იმის და მიხედვით, თუ რა შემოსავალი აქვს ადამიანს და მისი ფარდობა როგორია საშუალო დანახარჯებთან მიმართებაში. უამრავი კითხვა შეიძლება არსებობდეს სამართლიან ფასებთან დაკავშირებით. როდესაც ეკონომიკაზეა საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოსტირება. სამართლიანი ფასების დასადგენად და მისაღწევად საქართველოს აქვს წარმატების მაგალითები, რომელიც გადასახედია. თუ ჩვენ ავიღებთ 2012 წელს, როდესაც კონკურენციას ვერავინ ადგენდა ქვეყანაში. დღეს კონკურენციის სააგენტო არის ის სახელმწიფო უწყება, რომელიც კონკურენციის ნაწილს არეგულირებს. მე ვფიქრობ, კონკურენციის სააგენტოს, თუ საჭირო იქნება უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ იმასთან დაკავშირებით, რომ გვაქვს გარკვეული ეჭვი. აი ამ ეჭვებზე ვისაუბროთ და არა იმაზე, კარტოფილი დღის რომელ მონაკვეთში რა ღირს“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.