“სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედი მაღალი თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელილია”

48
spot_img

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედი მაღალი თანამდებობის პირის მიერ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი პრინციპები ფეხქვეშ გათელილია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილი სალომე ზურაბიშვილის ჩეხეთში ვიზიტს გამოეხმაურა.

„ნებისმიერი ვიზიტი, რომელიც არ არის მთავრობის მიერ ნებადართული, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს და როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზგასმით განმარტა, საქართველოს ძირითადი კანონის უხეში და მიზანმიმართული დარღვევაა. ასეთი რამ ცდება ყოველგვარ საღ აზრს, ყოველგვარ პატივისცემას შენი ქვეყნისადმი, ქვეყნის ძირითადი ღირებულებებისადმი და იმ პრინციპებისადმი, რომლებიც კონსტიტუციაშია. ეს ყოვლად მიუღებელია. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედი მაღალი თანამდებობის პირის მიერ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი პრინციპები ფეხქვეშ გათელილია. ასეთი ქცევების გამო პრეზიდენტად წოდება რთულია. ეს მძიმე შემთხვევაა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.