“სამწუხაროა, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში „ოცნების“ არასწორმა პოლიტიკამ ლიდერის სტატუსი დაგვაკარგვინა”-ანა ბუჩუკური

35
spot_img

ძალიან სამწუხაროა, რომ „ოცნების“ არასწორმა პოლიტიკამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში დაგვაკარგვინა ლიდერის სტატუსი, არა მხოლოდ ასოცირებული „ტრიოს“ ფარგლებში, არამედ რეგიონში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ანგარიშში ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რეგრესზე საუბრობენ.

„სამწუხაროდ, სფერო აღარ დარჩა, სადაც ჩვენი პარტნიორები ქვეყნის უკუსვლაზე არ საუბრობენ. ეს არის ძალიან სამწუხარო იმიტომ, რომ საქართველო სულ რაღაც 3-4 წლის წინ იყო ქვეყანა, რომლითაც ამაყობდნენ, როგორც ევროკავშირში ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასევე, ამაყობდა ნატო. ძალიან სამწუხაროა, რომ „ოცნების“ არასწორმა პოლიტიკამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში დაგვაკარგვინა ლიდერის სტატუსი, არა მხოლოდ ასოცირებული „ტრიოს“ ფარგლებში, არამედ რეგიონში. ჩვენ ვამაყობდით ლიდერის სტატუსით და დღეს ეს სტატუსი დაკარგული გვაქვს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის ანგარიში სამწუხაროდ, ამის დამადასტურებელი დოკუმენტია“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში პირველ ადგილს მოლდოვა იკავებს, მეორე ადგილზე უკრაინა, მესამეზე კი, საქართველოა.

დოკუმენტშია აღნიშნულია, რომ პირველი ორი ადგილი ადასტურებს მოლდოვა-უკრაინის მიღწევებს ევროკავშირის რეფორმების კუთხით მიზნების მისაღწევად.