სამტრედიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეუფარდეს.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად გაითვალისწინა და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა – მათგან ერთს მკვლელობას, სამს კი ჯგუფურ ძალადობასა და ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან.