“სამთავრობო ცვლილებები არ უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, ეს უკავშირდება ივანიშვილის ე.წ. პოლიტიკურ ხლართებს” – ლევან ხაბეიშვილი

28
spot_img

სამთავრობო ცვლილებები არ უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, ეს უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ე.წ. პოლიტიკურ ხლართებს. ისინი მოტივირებულები არიან გამდიდრდეს ბიძინა ივანიშვილი და გამდიდრდნენ თავად. შესაბამისად, ეს წელი არის შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის და ეს კონკრეტული გადაწყვეტილებებიც უკავშირდება იმას, რომ მათ აქვთ სერიოზული პრობლემები, რომლებიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ცვლილებები არ უკავშირდება „ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობას“.

„ცხადია, ეს არ უკავშირდება იმას, რომ მაგალითად ფასები დაიკლებს ხვალიდან, ფასების ზრდის პრობლემა ამით არ მოგვარდება. ცხადია არ მოგვარდება სამუშაო ადგილების პრობლემა, ცხადია არ მოგვარდება, რომ ადამიანებს არ აქვთ ღირსეული შემოსავალი და ცხადია არც ემიგრანტებისთვის არ იქნება ეს ცვლილებები შვება და არც ასი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე არ დაბრუნდება ქვეყანაში, იმიტომ, რომ რაღაც კონკრეტული გადაადგილება მოხდა „ქართულ ოცნებაში“. ეს უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ე.წ. პოლიტიკურ ხლართებს და ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ ემსახურება ხალხს, ისინი მოტივირებულები არიან გამდიდრდეს ბიძინა ივანიშვილი, გამდიდრდნენ თავად, აიშენონ ახალი სახლები, ვილები და არ მოემსახურონ ხალხს. შესაბამისად, ეს წელი არის შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქისთვის და ეს კონკრეტული გადაწყვეტილებებიც უკავშირდება იმას, რომ მათ აქვთ სერიოზული პრობლემები და პრობლემები რომ აქვთ, ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, რომ მომავალში გვქონდეს ღირსეული შემოსავალი, ღირსეული ეკონომიკა, სამუშაო ადგილები და ჩვენს ემიგრანტებსაც ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში, იშრომონ საქართველოში და ისე შეინახონ საკუთარი ოჯახები”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.