“სამნიძის აღიარებამდე არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროპულ ქვეყნებში გვხვდებოდა ინფორმაცია, როგორ მავნებლურ კამპანიას ეწეოდნენ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები”

81
spot_img

ქალბატონი სამნიძის აღიარებამდე ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროპულ ქვეყნებში გვხვდებოდა ინფორმაცია და კონკრეტული საკითხები ჩვენი პარტნიორების მხრიდან, როგორ მავნებლურ კამპანიას ეწეოდნენ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ამას ვამბობდით ბევრად ადრე და კარგია, როდესაც ეს კიდევ ერთხელ აღიარებით სახეს იძენს კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, რომ გიორგი გახარია, ნინო ლომჯარია და სალომე ზურაბიშვილი ქმნიან პარტიას, ოხანაშვილმა აღნიშნა: „ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ნამდვილად ასეა. არსებობს ინფორმაციები, რომ ეს ტრიო უნდა ჩამოყალიბდეს ერთ საარჩევნო სუბიექტად. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა: „ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში, ბოლო დღეებში ამის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღეთ“.