სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

25
spot_img

სამების საკათედრო ტაძარში, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

პანაშვიდს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების მონაწილე სამხედრო პირები ესწრებიან.

„გადმოსვენებულთა უმრავლესობა [საომარი მოქმედებების] მონაწილეები არიან. დღეს [მათ გადმოსვენება] ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი რომ სამგლოვიარო დღეა, მეორეა, რომ თავის ოჯახის წევრებმა თავიანთი გარდაცვლილი ოჯახის წევრები ამოიცნეს. დღეს არის მძიმე დღეც და სასიხარულოც“,- განაცხადა ვეტერანმა, დომენტი ფანჩულიძემ.

17 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 15:00 საათზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.