“სალომე ზურაბიშვილს დღის წესრიგში დაუყენეს სააკაშვილის შეწყალების საკითხი და ის დირექტივების შესაბამისად მოქმედებს” – ანრი ოხანაშვილი

25
spot_img

მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი სალომე ზურაბიშვილს დღის წესრიგში დაუყენეს. ფაქტია, სალომე ზურაბიშვილი დირექტივების შესაბამისად მოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს თუ შეიწყალებს, ამას საზოგადოების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვება.

„მიზანმიმართულად ხდება აქტუალიზაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მოქმედი კონკრეტული ლობისტების წარმომადგენლების მხრიდან ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ნიადაგის შემზადება. ლობისტები თანხას იხდიან იმაში, რომ კონკრეტული გეგმა შემუშავდეს, რომელიც ე.წ. პრეზიდენტს ნიადაგს მოუმზადებს, რომ უდიდესი მკვეთრი ნეგატიური რეაქცია არ იყოს გადატანილი სალომე ზურაბიშვილზე, თუმცა ამ ყველაფერს უმწვავესი რეაქციები მოჰყვება. საზოგადოების ინტერესებით თამაშს ნუ ცდილობენ, საზოგადოების ნებისყოფას ნუ გამოცდიან, რადგან ამას სამართლიანად მკვეთრი რეაქცია ექნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.