ჯერ საკუთარი მაგინებელი შეიწყალა, ექსტრემიზმი და რადიკალიზმი წაახალისა, პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებისთვის კონსტიტუციაც კი დაარღვია და სამაგიეროდ, ნაც-მოძრაობამ გადაარჩინა იმპიჩმენტს. ახლა სხედან და გეგმავენ, როგორ მობანონ ბინძური სახეები ერთმანეთს, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, “ნაცმოძრაობის” და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა.
ქადაგიძის განცხადებით, პრეზიდენტმა ყველა უსამშობლო პოლიტიკოსი გააერთიანა, რითაც ოქტომბერში არჩევანის გაკეთება გაამარტივეს.
““ხელი ხელს ბანს, ორივე კი პირსო”
ჯერ საკუთარი მაგინებელი შეიწყალა, ექსტრემიზმი და რადიკალიზმი წაახალისა, პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებისთვის კონსტიტუციაც კი დაარღვია და სამაგიეროდ, ნაც-მოძრაობამ გადაარჩინა იმპიჩმენტს. ახლა სხედან და გეგმავენ, როგორ მობანონ ბინძური სახეები ერთმანეთს. თუმცა, იმხელა ნაგავშია ჩაფლული ნაც-მოძრაობა, რაც არ უნდა ექაჩოს ზედაპირისკენ სალომე ზურაბიშვილი, ვერაფერს მოუხერხებს. პირიქით, ოქტომბრის არჩევნები ისე გაამარტივეს, რომ ვერც კი წარმოვიდგენდით. ფაქტობრივად, ყველა უსამშობლო და პარაზიტი პოლიტიკოსი გააერთიანა სალომემ და საკუთარი ფრთის ქვეშ შეისახლა. ახლა ბევრად მარტივია ყველას ერთად გახვეტა, პოლიტიკური სანაგვისკენ“, – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.