სალომე ზურაბიშვილმა და „ნაცმოძრაობამ“ ერთმანეთი მშვიდობაში მოიხმარონ – ირაკლი ქადაგიშვილი

23
spot_img

პრეზიდენტი რადიკალური ოპოზიციისა და „ნაცმოძრაობის“ ერთადერთი იმედია, ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობა“ ერთ მთლიანობას წარმოადგენენ, ერთმანეთი მშვიდობაში მოიხმარონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, პრეზიდენტის ნაბიჯები აბსოლუტურად არაკონსტიტუციურია.

„ზურაბიშვილს პრეზიდენტსაც აღარ ვუწოდებთ, რადგან კონსტიტუციური სივრციდან სრულად გასულია. მის განცხადებებში ისეთ სავარაუდო ქმედებებს აღწერს, რაც კონსტიტუციით არ არის მისი უფლებამოსილების სფერო. ეს ადამიანი, კონსტიტუცია და მისი უფლებამოსილება აცდენილია. პრეზიდენტი არის რადიკალური ოპოზიციისა და „ნაცმოძრაობის“ ერთადერთი იმედი. სალომე ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობა“ ერთ მთლიანობას წარმოადგენენ. ერთმანეთი მშვიდობაში მოიხმარონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.