სალომე ზურაბიშვილი პარიზში, „მშვიდობის ფორუმის“ მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის გამართულ მიღებას დაესწრო

82
spot_img

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტის სახელით, „მშვიდობის ფორუმის“ მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის გამართულ მიღებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან ერთად, დღეს მონაწილეობას იღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს From Multicrisis to Multiconflicts: how to stop the vicious circle.

„პარიზის მშვიდობის ფორუმი“ საფრანგეთში, 10-11 ნოემბერს იმართება.