სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციიდან გასულია, მადამ პრეზიდენტს კომპეტენცია და მოვალეობა არეული აქვს – ირაკლი ზარქუა

7
spot_img

პრეზიდენტი არც კონსტიტუციის შესაბამისად იქცევა და არც ქართველი ხალხის ნება-სურვილს მიჰყვება. უსამშობლოთა და გლობალური ომის პარტიიდან რა დაკვეთაც მოვა, იმის გამხმოვანებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები სერიოზულად განსახილველი არ არის.

„სერიოზულად ნუ მიიღებთ იმ სიგიჟეებს, რასაც ამბობს. ყველა არჩევნებს აგებენ, რადგან ქართველი ხალხი ბრძენია. რეფერენდუმი უნდათ, მერამდენედ მიიღებენ, ნახავთ. ქართველი ხალხი ისევ ბრძნულ არჩევანს გააკეთებს. ხალხი მათ არ აჰყვა, ამ უსამშობლოებს ახალგაზრდობა ბოლომდე არ დაუდგათ. ეს უსამშობლოები სცენაზეც კი არ აუშვეს. სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციიდან გასულია, მადამ პრეზიდენტს კომპეტენცია და მოვალეობა არეული აქვს. გასულია მომსახურებიდან. იცის, რომ ვადა გადის და უნდა, რომ უსამშობლოების გაერთიანებაში ლიდერის ფუნქცია იტვირთოს. ეს რამდენად გამოუვა, არ ვიცი. ჯერ შემოუთვალათ, ხმები მოაგროვეთ და მომიტანეთო. გუშინ შეუთვალეს, კი არ მოგიტანთ, აქ მობრძანდიო, არ მივიდა. ამათ სიგიჟეებს დავაკვირდეთ. ელექტრონული საარჩევნო სისტემა ცდომილების ერთ პროცენტსაც არ უშვებს. აქედან გამომდინარე, ამომრჩეველს არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება. არ იქნება საჭირო არც სალომეს პატრონაჟი და არც უსამშობლოების“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ახლა უნდა მომზადდეს რეფერენდუმი, საქართველოს სურს ევროპული თუ რუსული მომავალი.