საკრებულოს დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე:
,,საქართველოს მთავრობისგან ელოდებოდა ხალხი უფრო დეტალურ ახსნას, თუ რატომ ეთქვა უარი სალომე ზურაბიშვილს უცხოეთში ვიზიტების ნებართვაზე და დაფინანსებაზე, მაგრამ განმარტება ნინო ლომჯარიამ გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი დღეს ყველას პრეზიდენტია გარდა იმ ხალხისა ვინც ხმა მიცა, პირიქით ახლა მათ დავალებებს ასრულებს ვინც ხმა არ მიცა, საშინელ შეურაცხყოფას აყენებდა და გვარამიას შეწყალებამდე პრეზიდენტადაც კი არ მოიხსენიებდა. ნეტავ რა დავალება აქვს ასეთი, რომ ასე ღიად წავიდა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაზე, კონსტიტუციის რომლის გარანტიც უნდა იყოს წესით და რომლის დაცვაც მას პრეზიდენტის ფიცით ევალებოდა. რადგან სალომე ზურაბიშვილს ასე გულშემატკივრობენ რადიკალური ოპოზიცია, მათი მართვადი სამოქალაქო სექტორი და მედია, კოლექტიური ლომჯარიები და გიგაურები, უკვე ნათელია თუ რა მიზნებსაც შეიძლება ემსახურებოდეს მისი ვიზიტები: ხელისუფლების უსაფუძვლო კრიტიკას, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მიღწეული პროგრესის საკუთარ თავზე დაბრალება, ოპოზიციის უმოქმედობის და საბოტაჟის გამართლება, ქართველ ხალხზე აპელირება და სხვა. ახალ კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება, კონსტიტუციის ღიად დამრღვევი პრეზიდენტი ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციას თუ ხელს შეუშლის, დაეხმარება საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში თუ პირიქით, დააზიანებს ამ პროცესს? საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, თუმცა ისტორიას დარჩება რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ამის წინააღმდეგი იყო და პრეზიდენტი, რომელმაც პირადი ინტერესების გამო სახელმწიფო ინერესებს უღალატა!”