ექსპერტი ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილზე:
,,რა კონსტიტუციის ცოდნას ვთხოვთ ქალბატონ სალომეს, როცა პენსიონერის ასაკში შესული ქალი ჯიუტი, უზნეო ბავშვივით იქცევა, რაღაცას რომ არ შეუსრულებ და ჯიბრით შეიძლება ფანჯრიდან გადახტეს.
აბა რა უნდა იფიქრო, როცა მთავრობისგან იღებ უარს ვიზიტებზე და ამის შემდეგ მისი ადმინისტრაცია აკეთებს განცხადებას, რომ პრეზიდენტი იწყებს ევროპულ ტურნეს კანდიდატის სტატუსის საკითხზე. არ არის ეს პოლიტიკური მანიპულაცია და თაღლითობა?
მას ისე უნდა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, როგორც ნინო ლომჯარიას ან ნუთუ ადმინისტრაციაში არ მოიძებნა ვინმე ჭკვიანი, ვინც შეახსენებდა საქართველოს კონსტიტუციას, რომ მისი დარღვევა მიუღებელია ქვეყნის პრეზიდენტისთვის. ასე იყო სხვა დროსაც, როცა მთავრობისგან ჰქონდა თანხმობა ევროპარლამენტში ვიზიტზე და თითქოს უარის მიიღების გამო არ წავიდა. ან ეს მისი ქმედება არ არის პოლიტიკური თაღლითობა?
დარწმუნებული ვარ გრიგოლ ვაშაძე ამას არ იკადრებდა, ქვეყნის კონსტიტუციას ფეხქვეშ არ გათელავდა, შეიძლება სხვა რამე ჩაედინა, მაგრამ რასაც ეს პოლიტიკური თაღლითი კადრულობს, ალბათ არ იკადრებდა.”