“სალომე ზურაბიშვილი არა ქვეყნის გამაერთიანებლის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გამაერთიანებლის ფუნქციის შესრულებას ლამობს” – მიხეილ სარჯველაძე

12
spot_img

სალომე ზურაბიშვილი არა ქვეყნის გამაერთიანებლის, არამედ ოპოზიციის შიგნით, „ნაციონალური მოძრაობის“ გამაერთიანებლის ფუნქციის შესრულებას ლამობს,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ზურაბიშვილი ახლა ძიების პროცესშია, როგორი შეიძლება იყოს მისი სამომავლო პოლიტიკური კარიერის გეგმები, რადგან ხვდება, რომ მას პრაქტიკულად ყველა შესაძლებლობა აქვს მოსპობილი საიმისოდ, რომ კონსტრუქციული როლის და პრეზიდენტის ფუნქციის შესრულება შეძლოს. ბოლო ხანს ის არა პრეზიდენტის სათქმელ სიტყვებს ამბობს, არამედ ოპოზიციის მხარდასაჭერად გამოდის გარკვეული ინიციატივებით. ის არა ქვეყნის გამაერთიანებლის, არამედ ოპოზიციის შიგნით, „ნაციონალური მოძრაობის“ გამაერთიანებლის ფუნქციის შესრულებას ლამობს“,- აღნიშნა სარჯველაძემ.

დღეს სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდება. ორბელიანების სასახლეში თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე მივლენ. მმართველი გუნდის შეფასებით, ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და ის უკვე შეფასებულია რიგით რადიკალურ ოპოციონერად.