სამშაბათი, ივნისი 6, 2023
spot_img
Homeსიახლეებიპოლიტიკა"საგამოძიებო კომისიის საკითხი კენჭისყრაზე დადგება და „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს"

“საგამოძიებო კომისიის საკითხი კენჭისყრაზე დადგება და „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს”

spot_img

არ არის საჭირო მკითხაობა, დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხი კენჭისყრაზე დადგება და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საკითხს მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა იაგო ხვიჩიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

კერძოდ, ბეჟაშვილმა კომენტარი გააკეთა „გირჩის“ წევრის იმ განცხადებაზე, სადაც იაგო ხვიჩია ამბობს: „ნაციონალური მოძრაობა“ კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს, რადგან გამოძიება მათ დროინდელ სასამართლოზეც იქნება, რიგგარეშე სხდომის მოწვევა ერთხელ უკვე ჩაშალეს, სააღდგომოდ კიდევ სადმე წავლენ“.

„მას შემდეგ, რაც ამერიკის მხრიდან ოთხი მოსამართლის დასანქცირება მოხდა და ეს უკვე დადგენილი ფაქტია, ამას გამოძიება არ სჭირდება. გამოსაძიებელია კლანური მმართველობა და უამრავი კორუფციული ფაქტი, რაც კომისიამ უნდა შეისწავლოს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

კითხვაზე, – „გამოძიების საგანი უნდა იყოს თუ არა როგორც 2012 წლამდე, ასევე 2023 წლამდე პერიოდი?“ – ბეჟაშვილი პასუხობს: „გამოძიების საგანი უნდა იყოს კლანური სისტემის შექმნის საკითხი, როგორ ხდებოდა კლანის გაძლიერება, კლანში შემავალი მოსამართლეების კორუფციული გარიგებები და მათი დაუსაბუთებელი ქონება. კომისიის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ“.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები