სად რა ღონისძიებები გელოდებათ დღეს თბილისობაზე

180
spot_img

დედაქალაქში სახალხო დღესასწაული „თბილისობა 2023“ აღინიშნება. ღონისძიებები სამ ლოკაციაზე რიყის პარკში, აბანოთუბანში, ასევე, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. დაგეგმილია გასართობი, მუსიკალური და შემეცნებითი ღონისძიებები.

„12:00 საათიდან აქტიური იქნება ყველა სივრცე. რიყის პარკი, ორბელიანის მოედანი და აბანოთუბანი უკვე ელოდება ვიზიტორებს. 23:00 საათამდე აქ მოსულ ადამიანებს დახვდებათ „გასტრონომიული ფესტივალი“, „ღვინის ფესტივალი“, სამეწარმეო მარკეტი, სხვადასხვა სცენაზე გამართული კონცერტები. ყველაზე მნიშვნელოვანი, ცენტრალური სცენა დღეს უმასპინძლებს პატარებისთვის საყვარელ ჟოზეს, „ანა-ბანას“, „ბასტი ბუბუს“ და ასევე, დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა ცნობილი შემსრულებლების კონცერტები“, – განაცხადა თბილისის მერიის ღონისძიების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნინუცა ბუცხრიკიძემ.