საბერძნეთში 70-ზე მეტი ტყის ხანძარი დაფიქსირდა

16
spot_img

საბერძნეთმა ტყის ხანძრის საფრთხე მეორე დონემდე გაზარდა მას შემდეგ, რაც გუშინ, 6 აპრილს, ქვეყნის მასშტაბით 70-ზე მეტი ხანძარი დაფიქსირდა. ხანძრის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

სახანძრო სამსახურის განცხადებით, ხანძრის უმეტესობა კონტროლს ექვემდებარება, თუმცა კუნძულ კრეტაზე ერთ-ერთი ტყე ჯერ კიდევ იწვის. სამშაბათამდე საბერძნეთის ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რაც ვითარებას კიდევ უფრო აუარესებს.

ექსპერტების განცხადებით, საბერძნეთში ტყის ხანძრების სეზონი, რომელიც მაისში იწყებოდა, სავარაუდოდ უფრო ადრე დაიწყება, ადამიანების მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილებების გამო.