საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პლენარულ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით იმსჯელებენ

15
spot_img

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ.

ცვლილებების მიხედვით, საკრებულოს არჩევნებში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, საკრებულოს წევრთა არჩევის საკითხის ახლებურად დარეგულირება და 40-პროცენტიანი ბარიერის გაუქმება იგეგმება.

ასევე, საარჩევნო სიების ფორმირებისას, დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს. აღნიშნულმა კანონპროექტმა ოპოზიციაში უკმაყოფილება გამოიწვია. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ კანონპროექტი ყოველგვარი დემოკრატიული სტანდარტის გათვალისწინებით შემუშავდა.