საარჩევნო კამპანიის დროს ბევრმა მითხრა, რომ პრობლემა პუტინში კი არა, აშშ-ში, ჩვენს დაზვერვასა და CIA-შია – ვიოლა ფონ კრამონი

32
spot_img

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, გერმანიაში ჩატარებული ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელ X-ზე აფასებს.

მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ბევრისგან მოისმინა, რომ პრობლემა არა პუტინი, არამედ აშშ, თავად გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტო და CIA იყო.

„ბევრმა ძალიან ღიად მითხრა საარჩევნო კამპანიის დროს, რომ პრობლემა პუტინში კი არა, შეერთებულ შტატებში, ჩვენს დაზვერვის სამსახურსა და CIA-შია. აქ რაღაც საშინლად არასწორად წარიმართა“, – აღნიშნავს ფონ კრამონი.

ის ასევე ინტერესდება, გერმანელი პოლიტიკოსის, სარა ვაგენკნეხტის საარჩევნო კამპანიის ფინანსების წარმომავლობით, რომლის პარტიამაც აღმოსავლეთ გერმანიის რეგიონში წარმატება მოიპოვა.

„ასევე დავინტერესდებოდი, რა დაჯდა მისი საარჩევნო კამპანია და ვინ დააფინანსა“, – წერს დეპუტატი.