სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელს მოიხდის- კახა კალაძე

41
spot_img

სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება, მაგრამ მას შემდეგ რაც, სასჯელს მოიხდის დანაშაულზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს კარგად ესმის, სააკაშვილის შეწყალება რამდენად მძიმე შეიძლება იყოს პირადად მისთვის.

„არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი, თუმცა, ვფიქრობ, ძალიან კარგად ესმის, სააკაშვილის შეწყალება რამდენად მძიმე შეიძლება იყოს პირადად მისთვის. სააკაშვილი არის ადამიანი, ვისაც დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი თავის ქვეყნისა და ხალხის წინაშე. წარმოიდგინეთ, რამდენი პატიმარი იხდის სასჯელს. დარწმუნებული ვარ, გაცილებით ნაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი უამრავ სხვას. სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება, მაგრამ მას შემდეგ რაც, სასჯელს მოიხდის დანაშაულზე, რაც  ჩადენილი აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძეს კითხვა დაუსვეს სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე უცხოეთში გაკეთებულ განცხადებებზე, რაზეც დედაქალაქის მერმა აღნიშნა:

„უცხოელების განცხადებებს რაც შეეხება, ჩვენ ვიცით ეს ყველაფერი როგორ ხდება, გაშიფრული სქემაა. ლობიზმითაა ეს ყველაფერი შენიღბული –  ფულს იხდიან და შესაძლებელია რეზოლუციების მიღება, კონკრეტული ევროპარლამენტარების გამოსვლა, განცხადებების გაკეთება. შეიძლება, ძალიან დიდი სიბრიყვე, სისულელე ილაპარაკონ, მაგრამ მთავარია, ფული აიღონ და ლობიზმით იყოს შენიღბული“, – განაცხადა კახა კალაძემ.