რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა ყირიმზე 38 დრონით თავდასხმა განახორციელეს

20
spot_img

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 3 მარტის ღამეს დროებით ოკუპირებულ ყირიმში 38 უკრაინული დრონით თავდასხმა განხორციელდა.

„წუხელ აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა 38 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

უწყების მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ, ე.წ. „ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“ ყველა უკრაინული დრონი გაანადგურა.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირიმში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ფეოდოსიაში აფეთქებების ხმები ისმოდა.