რუსული კანონით საქართველოს დასავლური ვექტორის წინააღმდეგ სვლა ხდება, რაც ძალიან კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“ -თეონა აქუბარდია

22
spot_img

რუსული კანონით საქართველოს დასავლური ვექტორის წინააღმდეგ სვლა ხდება, რაც ძალიან კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

„Ქართული ოცნება“ ჩვენი პარტნიორების მოწოდებებს ძალიან კარგად ხედავს, რომლის წინააღმდეგაც პარლამენტში ჭიდილი მიდის. რა თქმა უნდა, ამ მოცემულობაში აღნიშნული კანონი, მით უფრო, წინასაარჩევნოდ, გამოიწვევს არა მხოლოდ ქვეყნის ევროპული მომავლის მნიშვნელოვან შეფერხებას, არამედ ქვეყანაში კიდევ ერთხელ დაყოფასა და პოლარიზაციას, რაც დიდ რისკებს ქმნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. დასავლეთის მტრად გამოცხადება და ტოლობის ნიშანი რუსეთსა და დასავლეთს შორის, ბუნებრივია, საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის და დასავლეთის რეაქციები და მოწოდება ვერ იქნება მამუკა მდინარაძის განმარტების საპირწონე. გლობალური ომის პარტიის შესახებ თავიანთ ბოდვაში ჩართეს ახლა უკვე „ფეისბუქი“ და ამტკიცებენ, რომ „ფეისბუქი“ ოპოზიციას უჭერს მხარს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაა მათი ინტერესი. ამით ხდება გლობალური ომის პარტიაში ახლა უკვე „ფეისბუქის“ გაწევრიანება. როდესაც გვეუბნებიან, რომ ამ ყალბი გამჭვირვალობის კანონით საქართველოს სუვერენიტეტის გამტკიცდება ხდება, ესეც მორიგი ტყუილია, რადგან ერთადერთი ქვეყანა, ვინც ამ ქვეყნის სუვერენიტეტს არყევს, ოკუპანტი რუსეთია. თუ „ქართულ ოცნებას“ რეალურად უნდოდა გამჭვირვალობა, ძალიან მარტივად შეეძლოთ გრანტების შესახებ კანონში პატარა ცვლილების შეტანა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.