“რუსული ბაზარი 5000-ზე მეტმა ბრენდმა დატოვა, გამარჯვებისთანავე, ამ კომპანიებს შემოვიყვანთ საქართველოში” – ვაშაძე

21
spot_img

ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული „კლანი“ ისე მართავს ამ ქვეყანას, რომ აქ არ შემოდის დამოუკიდებელი ავტორიტეტული საერთაშორისო კომპანიები ინვესტიციებისთვის, რის გამოც, ჩვენ გვაწუხებს უმუშევრობა, ფასების ზრდა, უმძიმესი ეკონომიკური ვითარება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2022-2023 წლებში, რუსეთის ბაზარი 500-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა, თუმცა საქართველოში არც ერთი არ შემოსულა. კერძოდ, როგორც ვაშაძე აღნიშნავს, საუბარია 2 მლნ სამუშაო ადგილზე ისეთ კომპანიებში როგორიცაა: „მერსედესი“, „ფოლკსვაგენი“, „ეფლი“, „გუგლი“, „ამაზონი“, „ფერარი“ და ა.შ.

მისივე განცხადებით, აღნიშნული ინვესტიციების სულ რაღაც 5-7% პროცენტი რომ განხორციელებულიყო საქართველოში, ეს ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემას მოაგვარებდა.

„მთავარი კითხვაა – სად წავიდნენ ეს კომპანიები? – აზერბაიჯანში, თურქეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, დუბაიში, ბულგარეთში, ისრაელში და სხვა ქვეყნებში. არც ერთი ეს კომპანია არ შემოსულა საქართველოში. რატომ წავიდნენ მაგალითად, აზერბაიჯანში კომპანიები, რომლებმაც დატოვეს რუსეთი და არა საქართველოში? მიზეზი არის ძალიან კონკრეტული, რომ სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის, ღარიბაშვილის, ოლიგარქიული „კლანი“ ისე მართავს ამ ქვეყანას, რომ აქ არ შემოდის დამოუკიდებელი ავტორიტეტული საერთაშორისო კომპანიები ინვესტიციებისთვის, რის გამოც, ჩვენ გვაწუხებს უმუშევრობა, ფასების ზრდა, უმძიმესი ეკონომიკური ვითარება. როცა სისტემას მართვა კორუფციით, არაფორმალური მმართველობით, კლანური სასამართლოთი, იქ ინვესტიციები არ შედის. წლევანდელი წელი სწორედ ეს არის – ჩვენ ვქმნით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, შემოგვყავს ეს კომპანიები საქართველოში, თუ ისევ და ისევ სიღარიბის ივანიშვილისეულ ჭაობში ვიძირებით? სულ რაღაც 5-7% პროცენტი რომ შემოსულიყო საქართველოში ამ ინვესტიციების ეს უკვე მოაგვარებდა უმუშევრობის პრობლემას საქართველოში. ჩვენი მთავარი ამოცანაა წლევანდელ წელს გავათავისუფლოთ საქართველო და დავიწყოთ მძლავრი ეკონომიკური განვითარების პროცესი. ყველა ამ კომპანიასთან გვექნება ჩვენ კონტაქტი და გამარჯვებისთანავე ამ კომპანიებს შემოვიყვანთ საქართველოში, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები“, – განაცხადა ვაშაძემ.