კვირა, ივნისი 4, 2023
spot_img
HomeT0P სიახლეები"რუსული ავიაკომპანიების ფრენების აღდგენა შეიძლება ქვეყნის დასანქცირების მიზეზი გახდეს"- მამუკა ხაზარაძე

“რუსული ავიაკომპანიების ფრენების აღდგენა შეიძლება ქვეყნის დასანქცირების მიზეზი გახდეს”- მამუკა ხაზარაძე

spot_img

„რუსეთი საქართველოს ოკუპაციის გეგმას „ქართული ოცნების“ მეშვეობით მიზანმიმართულად ახორციელებს.

რუსული ავიაკომპანიების ფრენების აღდგენა შეიძლება ქვეყნის დასანქცირების მიზეზი გახდეს. ამის შესახებ არაერთხელ უთქვამთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ამის გაკეთება არ შეიძლება, ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ქართველებისთვის 90-დღიანი სავიზო რეჟიმი პროვოკაციული სატყუარაა. ასევე, რუსების უკონტროლო და უვადო შემოსვლა წინააღმდეგობაშია ქვეყნის უსაფრთხოებასთან. „ლელო“ ითხოვდა და ითხოვს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას სარკისებური პრინციპით.

რუსეთის ეს ნაბიჯი გადადგმულია იმ დროს და იმ ფორმით, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

„ქართული ოცნება“ და რუსული პოლიტიკა ერთი და იგივეა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო ქართველების გარეშე არ დარჩეს, რაც პირდაპირ რუსული ინტერესია“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები