რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი გზის სავალ ნაწილზე გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
მომხდარის გამო, საავტომობილო გზაზე საცობია შექმნილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.