“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთთან არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო და ხელისუფლება მიესალმება რაც შეიძლება მეტი ტურისტის საქართველოში ჩამოსვლას და ბიზნესკომპანიებს, რომლებიც არ არიან სანქცირებულები.
მისივე თქმით, ოპოზიცია, რომელიც ახლა მოითხოვს რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას, თავის დროზე ქვეყანაში რუსი ტურისტების ჩამოსვლას მიესალმებოდა.
„მე ვფიქრობ, რომ არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო. ამ შემთხვევაში გავიმეორებ მშვილდაძის, ხოშტარიას, სააკაშვილის სიტყვებს, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში, ჩვენ ამას მივესალმებით. ჩამოვიდნენ ბიზნესკომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებულები. მივესალმებით ამას, არანაირი პრობლემა არ არის“, – განაცხადა თბილისის მერმა.