რუსეთში, ქალაქ ორსკში კაშხლის გარღვევის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

54
spot_img

რუსული მედიის ცნობით, ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში კაშხალი გასკდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის მცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს.

ოპერატიული სამსახურის ცნობით, წყალდიდობის ზონაში ათი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

ორენბურგის ოლქის მთავრობის ინფორმაციით, ქალაქში კაშხლის ნაწილი გაირღვა. ევაკუაციისთვის მომზადებულია დროებითი ევაკუაციის ცენტრები.

როგორც მედია წერს, მაშველები კაშხლის გამაგრებას ცდილობენ.