რუსეთში ბირთვული იარაღის გამოყენებით, სამხედრო სწავლება მიმდინარეობს

31
spot_img

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებით, სამხედრო სწავლების პირველი ეტაპი დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ სამხრეთის ოლქის სარაკეტო შენაერთების პირადი შემადგენლობა, სწავლების ფარგლებში, ისეთ მანევრებს ახორციელებს, როგორიცაა „ისკანდერის“ ტაქტიკური სარაკეტო სისტემებისთვის სპეციალური საბრძოლო მასალების მოპოვება, აღჭურვა და გამშვებ პუნქტებზე მათი ფარულად გადატანა.

უწყების ცნობით, საჰაერო კოსმოსური ძალების საავიაციო ქვედანაყოფების ჯარისკაცები წვრთნას გადიან ჰიპერბგერითი „კინჟალის“ რაკეტების განთავსებაში.