რუსეთში, ალექსეი ნავალნის ხსოვნის მიმართ პატივისცემის გამოხატვისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებზე 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, – ინფორმაციას პროექტი OVD-Info ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ადამიანები ქუჩებში გამოვიდნენ რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ, მობილიზებულთა სახლში დაბრუნების მოთხოვნით და ალექსეი ნავალნის ხსოვნის მიმართ პატივისცემის გამოხატვის მიზნით.
OVD-Info-ს ინფორმაციით, დღეს დილის მონაცემებით, რუსეთის 15 ქალაქში 50-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. აქედან ყველაზე მეტი 15 – მოსკოვში, 10 კი – ეკატერინბურგში.