ხუთშაბათი, ივნისი 1, 2023
spot_img
HomeT0P სიახლეებირუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ღია შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზეა - სერგეი რიაბკოვი

რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ღია შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზეა – სერგეი რიაბკოვი

spot_img

რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ღია შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზეა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„ჩვენ ვმუშაობთ, რათა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა არ ჩავარდეს ღია შეიარაღებული კონფლიქტის უფსკრულში, ჩვენ უკვე ვართ ზღვარზე, ამ უფსკრულის ზღვარზე“, – განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონტაქტები მიმდინარეობს საჭიროებისამებრ, მათ შორის მაღალ დონეზე.

ამასთან, კრემლზე უკრაინული თვითმფრინავის თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ აშშ-ის რეაქციას სერგეი რიაბკოვმა საგარეო პოლიტიკის საფუძვლების უგულებელყოფა უწოდა.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები