რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, სინამდვილეში, აქ სპეკულაციებისთვის არავითარი სივრცე არ არის -პრემიერი

26
spot_img

რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, სინამდვილეში, აქ სპეკულაციებისთვის არავითარი სივრცე არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ არის მის ანგარიშში ნახსენები, რომ რუსეთი ოკუპანტია და არ არის საუბარი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე, პრემიერმა უპასუხა, რომ ანგარიშში ყველა თემაზეა საუბარი.

„ანგარიშში ყველაზე თემაზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, ამ თემებზე იქნება საუბარი საპარლამენტო განხილვის დროს. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი. აქედან გამომდინარე, სინამდვილეში, აქ სპეკულაციებისთვის არავითარი სივრცე არ არის. ყველამ ვიცით, რა არის მოცემულობა, რა არის გამოწვევები ჩვენ წინაშე. ასეთ დროს, როდესაც ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული და ვიღაცები გარედან, დასავლეთიდან ცდილობენ, დაგვაშანტაჟონ, დააშანტაჟონ ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ქვეყანა, ეს რბილად რომ ვთქვათ, უბრალოდ გაუგებარია. ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ჯანსაღ დამოკიდებულებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.