ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ რუსეთს მოლაპარაკების ინიციატივის იმიტირტება შეუძლია, რათა მიმდინარე ომში დრო მოიგოს.
ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი კრემლის ტაქტიკური ხრიკების ნაწილია.
“რუსეთი გამოიყენებს ამ დროს, რათა ფეხზე დადგეს და კვლავ ახალი ძალით დაარტყას [უკრაინას]”, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
“უკრაინამ უნდა თქვას საბოლოო სიტყვა მოლაპარაკებების დაწყებაზე. ქვეყანას, რომელმაც ამხელა მსხვერპლი გაიღო, აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს უნდა დაიწყოს თუ არა მოლაპარაკებები და რა პირობებით. სხვას არავის აქვს გადამწყვეტი ხმა ამ მხრივ”, – დასძინა ნაუსედამ.